ჩვენი მომსახურება დაზღვეულია ყველა ეტაპზე, რითაც კლიენტს ვაძლევთ გარანტიას თუნდაც ობიექტურად წარმოშობილი შესაძლო დანაკარგის აზღაურებაზე.
თავისი გამოცდილებით, მაღალი კვალიფიკაციით და პროფესიონალი კადრებით ჩვენი კომპანია ცდილობს მაქსიმალურად სრულყოფილად განახორციელოს შუამავლის ფუნქცია კომპანიის კლიენტსა და საქართველოს საბაჟო და სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის, ასევე ყველა სხვა უცხოურ კომპანიასთან რომლებთანაც ურთიერთობა აქვთ ჩვენს კლიენტებს.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე მზად ვართ ვუზრუნველყოთ თქვენი კომერციული გეგმების განხორციელება მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ წერტილში, თქვენი ოფისიდან გაუსვლელად ვიყოთ თქვენი წარმომადგენელი როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო კერძო იურიდიულ პირებთან და სახელმწიფო სტრუქტურებში. მზად ვართ ავიღოთ სრული პასუხისმგებლობა თქვენი ტვირთების ტრანსპორტირების უზრუნველყოფაზე, აგენტირებაზე, ლოჯისტიკა - ექსპედირებაზე და საბაჟო გაფორმებაზე თქვენი ოფისიდან გაუსვლელად. ასევე მზად ვართ გაგიწიოთ უფასო კონსულტაცია ყველაზე ოპტიმალური ვარიანტის შერჩევაში, შემოგთავაზოთ ყველაზე კონკურენტუნარიანი ტარიფები ზემოთ აღნიშნული პროცედურების უზრუნველსაყოფად და ვუპასუხოთ თქვენს მიერ დასმულ ყველა დამატებით კითხვებს, რაც უკავშირდება ზემოთაღნიშნულ მომსახურებას.