გადაზიდვის სერვისები

“იქსე ექსპრესი ” გთავაზობთ ტვირთის საჰაერო გზით ტრანსპორტირებას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. საჰაერო გადაზიდვით სარგებლობის დროს, თქვენ იღებთ ტვირთს დანიშნულების ადგილზე უმოკლეს ვადაში (3-5 დღე). ტვირთის სახმელეთო გზით ტრანსპორტირებასთან შედარებით, საჰაერო გადაზიდვა, ბუნებრივია, უფრო ძვირადღირებული სერვისია, თუმცა, ზოგჯერ, ბევრად უფრო ხელსაყრელი. 

ჩვენ გთავაზობთ საჰაერო გზით ტრანსპორტირებისთვის დაშვებული ნებისმიერი ტვირთის ტრანსპორტირებას. ჩვენი კომპანიის სერვისით სარგებლობისას, თქვენ გეძლევათ საშუალება, ისარგებლოთ საგრძნობლად დაბალი ტარიფებით საჰაერო გადაზიდვის კვალობაზე. 

ჩვენი კომპანიის მომსახურება საჰაერო გადაზიდვაზე მოიცავს:

  • ტვირთის განთავსების ადგილიდან აღებას და აეროპორტამდე მიტანას;
  • ტვირთის დასაწყობებას;
  • დოკუმენტაციის მომზადებას; 
  • ტემპერატურული რეჟიმის საჭიროების შემთხევაში, საჭირო ტემპერატურის შენარჩუნების უზრუნველყოფას;
  • საშიში ტვირთის ტრანსპორტირების შემთხვევაში, საჭირო დოკუმენტაციის თანდართვის პროცესის მთლიანად გაკონტროლებას;
  • დანიშნულების აეროპორტამდე მიწოდებას.