გადაზიდვის სერვისები

ნაკრები (ე.წ. „გრუპაჟული“) ტვირთების ტრანსპორტირების სერვისი არის იმ კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ მცირე რაოდენობის ტვირთების ტრასნპორტირება უმოკლეს ვადებში. ამ შემთხვევაში, თქვენი ტვირთი სხვა კომპანიების ტვირთებთან ერთად კომპლექტდება ერთ მთლიან ტრაილერზე.

ჩვენ ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია შემოგთავაზოთ ნაკრები ტვირთის გადაზიდვა ნებისმიერი წერტილიდან. ტვირთის ასაღებად გვჭირდება, მაქსიმუმ, 3 დღე შეკვეთის აღებიდან. დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენ შევძელით ევროპის ნებისმიერი წერტილიდან ტვირთის ტრანსპორტირების ვადის შემცირება 12-15 დღემდე.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ „გრუპაჟული“ ტვირთების ტრანსპორტირებას ნებისმიერი ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით.